დუშეთში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

დუშეთში, სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მკვლელობის მოტივი უცნობია. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა, ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული ნაირა გულბათაშვილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.