დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა – სამადაშვილი კობახიძეზე

“დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა “- ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით ქართულმა ოცნებამ ელჩების შუამავლობის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა.

“კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა. 11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება”, – წერს სამადაშვილი.