დღეიდან აღარ ვილაპარაკებ კოვიდზე და ვაქცინაციაზე – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე საუბარს წყვეტს.

“მე დღეიდან აღარ ვილაპარაკებ კოვიდზე, ვაქცინაციაზე. მიზეზი არის ძალიან მარტივი – იმდენი ექსპერტი არის ქართველი, საზღვარგარეთ და საქართველოში, მე მგონი, ჩემზე უკეთესი ექსპერტები არიან და ილაპარაკონ. მე ჩემი სათქმელი ვთქვი. რაც იყო გასაკეთებელი, გავაკეთე. ვინც მიხვდა რა გავაკეთე, მიხვდა, ვინც არ მიხვდა, რა ვქნა ახლა”,– ამბობს ფხაკაძე.

მისივე განცხადებით, დააფუძნა ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ და იწყებს საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს.

“როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჯანდაცვაზე, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჯანდაცვის ხარისხი. არ არის ხარისხიანი ჯანდაცვა საქართველოში, ვაღიაროთ. ეპიდემიის გავრცელების ერთ–ერთი წყარო არის სამედიცინო დაწესებულებები”,– თქვა მან ფეისბუქლაივში.