დღეიდან აცრილებისთვის ლატარია იწყება – მონაწილეობის პირობები

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება.

ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს და ის გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, კვირაში ერთხელ კი 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება 100 ათასი ლარი გათამაშდება.

ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთჯერადად არის აცრილი, აცრის თარიღს მნიშვნელობა არ აქვს.