დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები იხსნება

თუმცა მუშაობას ვერ განაახლებენ ის ცენტრები, რომლებიც  მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.
სალონების გახსნა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი: მომხმარებელი წინასწარ უნდა ჩაეწეროს და აუცილებლად პირბადით მივიდეს სალონში. ყველა სალონს უნდა ქონდეს დეზობარიერი, დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია სამუშაო ადგილებს შორის. ან არსებობდეს გამყოფი შირმა. სალონს ხუთ კვადრატულ მეტრზე ერთი მომხმარებლის მიღება შეუძლია.

ასევე დღეიდან იხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა. ცვლილება არ ეხება ავტომანქანთ გადაადგილებას. მანქანაში მგზავრთა რაოდენობა კვლავ სამი უნდა იყოს.

22 მაისამდე კი ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.