“ვალდებული ვარ შევახსენო როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე უმრავლესობას. გუშინ ვიხილეთ აშშ-ში, როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის სირცხვილია, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ მიუხედავად იმისა, ლელო გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება და დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის”,

ასე მიმართა, “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ქართულ ოცნებას” პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.