“დღეს გამყარდა სტაბილურობა”- სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემიც ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისადა სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.

“ეს კანონი დღეს ქვეყანაში საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს. რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ასევე, სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე კონსტიტუციით და ასევე მორალულად თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნორმალურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი ნაბიჯი, ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. ასევე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ელჩების და ფასილიტატორების როლს”

“მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ცვლილებას, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, რეალურად, ყველა მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რადგან ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში.

მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით, არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე.

ამისთვის გადავდგი თავის დროზე მძიმე, რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს ემსახურებოდა სტაბილურობას. დღეს გამყარდა სტაბილურობა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა