დღეს ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. საუბარი სავარაუდოდ შეეხება სუს-დან გამოჟონილ ფაილებს, რომელშიც მათ შორის ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების ფარული მოსმენაა ასახული.

ამ საკითხზე ევროკავშირში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებისთვის უკვე დაიბარეს ბრიუსელში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-დან გავრცელებულ ფაილებზე ამბობს, რომ ბუნებრივად არ მიაჩნია, როდესაც პარტნიორი ქვეყანა მათი წინააღმდეგ მსგავსი ტიპის საქმიანობაშია ჩართული.

დღესვე ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდებიან. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი სიძულვილით და ძალადობით სავსე წინასაარჩევნო გარემო იქნება.