დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა – ჯაფარიძე

“დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა”- ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის სასარგებლო იყო.

“დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, გასნახვევები რჩება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დრო ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ. არ გვაქვს შეთანხმება, რომ დეტალები გამოვიტანოთ გარეთ, ამიტომ კონკრეტულ კითხვებზე ვერ გავცემ პასუხს”,- აცხადებს, ბადრი ჯაფარიძე.