დღეს მოსახლეობის სადღაც 15%-ია კორონავირუსით ინფიცირებული – ამირან გამყრელიძე

“დღეს მოსახლეობის სადღაც 15%-ია კორონავირუსით ინფიცირებული”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 15% მაინც უნდა იყოს კორონავირუსით ინფიცირებული.

“ალბათ, ამ თვის ბოლო ან იანვრის დასაწყისში იქნება სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც 6 ათას ადამინზე ხორციელდება ქვეყანაში. ანუ ვიკვლევთ ანტისხეულებს, რომელიც მიუთითებენ ვის აქვს გადატანილი ინფექცია. ამავე დროს ჩვენ ვეყრდნობით ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებს ბევრ პროგნოზირებაში და მათი მონაცემებით, დღეს სადღაც 15% მოსახლეობის უნდა იყოს უკვე ინფიცირებული, ანუ თუ დღეს ინფიცირებულია ოფიციალურად 191 ათასი ადამიანი, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, დაახლოებით, სულ მცირე 2-2,5-ზე უნდა გაამრავლოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.