დღეს ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება. მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან წინა სხდომიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. დააყენებს თუ არა ბრალდების მხარე რაიმე სახის შუამდგომლობა, ჯერჯერობით უცნობია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში 13 აპრილს დატოვა.

ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.