დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას.

პროცესს არ დაესწრება ნიკა მელია, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000-ლარი ევროკავშირმა გადაიხადა, რის შემდეგაც მელიამ საპატიმრო დატოვა.