დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებს ინდივიდუალურად შეხვდებიან

დღეიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდებიან. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრეს. მათი განცხადებით, ფასილიტატორებს კრიზისის განმუხტვა სურთ.

ცნობისთვის, ელჩბის ფასილიტაციით ოპოზიცია და ხელისუფლება უკვე 2–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრას ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. შეხვედრის დეტალებზე პოლიტიკოსები არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მხარეების პოზიციები უცვლელია.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.