დღეს პარტიაში ჰარმონიული სიტუაციაა – ირაკლი ღარიბაშვილი

” დღეს პარტიაში ჰარმონიული სიტუაციაა “-ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა,  ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ მან ირაკლი კობახიძის პოზიცია დაიკავოს.

“ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია”, – თქვა ღარიბაშვილმა.