დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, რა ამბავი ატყდება – არჩევნებს ხელს უშლიან, რაღაც, აქეთ, იქით – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნაკლები ჩაკეტვის გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწიეს.

მისი თქმით, ახლა რომ “რაღაც ჩაკეტო”, ამბავი ატყდება, რომ არჩევნებს ხელს უშლიან.

“ჩაკეტვას აზრი აქვს თავის დროზე. დრო უნდა შეარჩიო – როდის უნდა ჩაკეტო, რა უდნა ჩაკეტო, რა თანმიმდევრობით უნდა ჩაკეტო. ადამაინებს სახლიდან გამოსვლა ჰქონდათ აკრძალული. შევადაროთ, ყველაფერი არის შედარებითი – ჩვენ გაცილებით ნაკლები ჩაკეტვებით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწიეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე და თანმიმდევრობით განხორციელდა. ქართული შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს, ვიცი რა შეფასებასაც აძლევენ ჩვენს სამუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე.

წარმოიდგინეთ, დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, რა ამბავი ატყდება – არჩევნებს ხელს უშლიან, რაღაც, აქეთ, იქით… არა, ბატონებო, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ერთმა ქორწილმა და ორმა ქორწილმა მთელი რეგიონები აგვიფეთქოს საქართველოში”,- აცხადებს იმნაძე.