დღეს საფეხბურთო მატჩის გამო ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს

დღეს, 26 მარტს, დედაქალაქში საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. მეტროც და ავტობუსის 20-ზე მეტი ხაზი მუშაობას დაასრულებს 27 მარტს, 02:00 საათზე.

მეტროსთან ერთად ღამის 02:00 საათამდე იმუშავებენ ავტობუსები:

  • N301 – პოლიტკოვსკაია – ბარბარეს უბანი;
  • N306 – ბელიაშვილი (დიღომი) – ორბელიანის მოედანი;
  • N308 – გლდანი – ორბელიანის მოედანი;
  • N310 – მაღლივი კორპუსი – ორბელიანის მოედანი;
  • N311 – დიდი დიღომი – მაღლივი კორპუსი;
  • N314 – დიდი დიღომი – ორბელიანის მოედანი;
  • N315 – დიდი დიღომი – სადგურის მოედანი;
  • N320 – დიღმის მასივი – ორბელიანის მოედანი;
  • N326 – პოლიტკოვსკაია – ორბელიანის მოედანი;
  • N327 – ვაშლიჯვარი – სადგურის მოედანი;
  • N331 – კრწანისი – სადგურის მოედანი;
  • N337 – სადგურის მოედანი – აეროპორტი;
  • N342 – იყალთოს გორა (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
  • N345 – ქვემო ფონიჭალა – ვაკე;
  • N352 – დოლიძე (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
  • N358 – ენდელაძე (ვაკე) – ორბელიანის მოედანი;
  • N359 – ზაარბრიუკენის მოედანი – ორბელიანის მოედანი;
  • N364 – მთაწმინდის პარკი – მეტროსადგური რუსთაველი;
  • N378 – ჯაფარიძის ქუჩა (ვერა) – სადგურის მოედანი;
  • N381 – ზაჰესი – სადგურის მოედანი;
  • N384 – პატარა დიღომი – სადგურის მოედანი;
  • N386 – მუხიანი – სადგურის მოედანი;
  • N388 – ნუცუბიძე (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
  • N391 – გოთუას ქუჩა (საბურთალო) – ავლაბარი;
  • N397 – ვაკე-ვერა-თავისუფლების მოედანი-საბურთალო (წრიული).

დღეს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს გამართავს.