ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა, 3 740 პირი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 212 526
  • გამოჯანმრთელებულია – 188 408
  • გარდაცვლილია – 2 182
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 470
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 671
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358