დღეს შეთანხმება იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნა იყო – თალაკვაძე

” დღეს შეთანხმება იყო შესაძლებელი ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნა იყო “- ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა რადგან, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა  ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ კონკრეტულად კონკრეტულად მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს.

“სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითებს, რომლებიც მათთვის არის პრიორიტეტული”, – განაცხადა თალაკვაძემ.