დღეს,13 ქალაქში ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 24 აპრილს, 16:00 საათზე,  13 ქალაქში ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქცია გაიმართება.ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პასუხი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა, რასაც აქციებით უპასუხებენ. 23 მაისს მათ აქცია დააანონსეს თბილისშიც.

აქციები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

  1. გუმათი — ჰესთან;
  2. ბათუმი — ერას მოედანზე;
  3. ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე;
  4. ბოლნისი — ცენტრალურ შესასვლელთან;
  5. რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერთან;
  6. ზუგდიდი — მთავარი მოედანზე;
  7. ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან;
  8. წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან;
  9. ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან;
  10. ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან;
  11. ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩაზე;
  12. თერჯოლა — ცენტრში, საკათედრო ტაძართან;
  13. რუისი — აგრო ბაზრის მიმდებარედ.