ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ – პესკოვი პუტინისთვის მოლდოვაში შესვლის აკრძალვაზე

“ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ ” – განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვი ამ განცხადებით, მოლდოვას პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებას, გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში  შესვლა აეკრძალა.

“ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით”, – თქვა მან.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ კიშინიოვში რატომღაც “ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას” რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ.

“მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს – რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება”, – აღნიშნა პესკოვმა.