ევროკავშირისა და ნატოს სიმბოლოების შებღალვისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა

ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. შესაბამის კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

“ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის. ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება”.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორები არიან : პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ნიკოლოზ სამხარაძე.