მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩემს კოლეგებთან ერთად დაინფიცირებული კანონი კომიტეტის სხდომაზე უნდა განვიხილოთ და რა ხდება ამის გარშემო – ე.ი. დემოკრატიის პირველივე პრინციპს, პირდაპირ მოგვიწოდებენ, გვამუნათებენ, სტიგმატიზაცია არის სწორედ ჩვენს წინააღმდეგ. ყოველგვარი შინაარსის და პარალელების გარეშე, პირდაპირ არქმევენ რუსულ კანონს და პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას, ყველას რომ არც კი განიხილოთ, არც დაუშვათ ამ კანონის განხილვა. ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტი-კანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები

განაცხადა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.