ევროკომისია უკრაინის კანდიდატობის სტატუსს მხარს დაუჭერს, თუმცა ევროკავშირის ზოგი ქვეყანა წინააღმდეგია-Bloomberg

სააგენტო ბლუმბერგმა ხუთშაბათს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროპული კომისია მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ რეკომენდაციას გასცემს უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეცეს, თუმცა ამ რეკომენდაციას თან მოჰყვება პირობები – მოთხოვნა, უკრაინა ებრძოლოს კორუფციას და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.

სააგენტო აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია – მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები. ზიგიერთი ქვეყანა კი, კერძოდ ნიდერლანდები და დანია თვლიან, რომ უკრაინა მზად არ არის.

საკითხი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის სამიტზე 23–24 ივნისს განიხილება.

ევროვკავშირის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია – ემხრობა, რომ უკრაინას სტატუსი მორალური მხარდაჭერის სახთი მიეცეს. გერმანია, ბლუმბერგის ცნობით, გამოდის შესთავაზებით, უკრაინას სტატუსი პირობებით მიეცეს, ანუ იმ დათქმით, რომ ის გარკვეულ მოთხოვნებს შეასრულებს.

უკრაინის ვიცე–პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ სამი ქვეყანა გამოდის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები.