პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 22:04

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა განაცხადა.

სასოლი ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, კლინიკაში ის დეკემბერში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების გამო გადაიყვანეს.

სასოლის შემცვლელის ასარჩევად არჩევნები მის გარდაცვალებამდე დაიგეგმა და იანვრის ბოლოს გაიმართება.

იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა, მისი პრეზიდენტი კი 2019 წელს.