”ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით, ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ”

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დარეგისტრირებული ახალი რეზოლუციის ტექსტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ.