ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.ცვლილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 200-ზე მეტი კი წინააღმდეგი წავიდა.

რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი  სოციალურ ქსელში აქვეყნებს “ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია რომელიშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასაც უჭერს მხარს და ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასაც”.

კანდელაკის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ:

“ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელიც ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშილმა ითამაშა საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და როლზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად წუხს ივანიშვილის პერსონალუირ და პირად კავშირებზე კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ახალი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. მიმართავს დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილოს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.