ევროპარლამენტმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმეთწლობის შესაზწბ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას  გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო.