ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის–მეცოლა

ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება და ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში,“- აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ „სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“.

„დღეს არის ისტორიული და სპეციფიკური დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.