”თქვენ არასდროს, არავისთან კომუნიკაცია არ გეზღუდებათ. არც ერთ ევროპულ პარლამენტში ასე არ არის, რომ ჟურნალისტს შენობის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიარული შეეძლოს, იქ არის გამოყოფილი სივრცეები. თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ადამიანების მიერ პასუხების გაცემა-არგაცემას, ეს უკვე იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის შეფასებაში ვერ შევალ.”

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.