ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათი ინფორმაციით, ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.