“გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ. თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ვლოცავ. მე მართლა, მთელი გულით ვლოცავ. მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ, უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა, რასაც ესენი აკეთებენ, თავის მოქმედებითაც, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს თავისი შინაარსით, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ რამე მათ უნდათ გამოხატონ, ლოცვით გამოხატონ და სიყვარულით გამოხატონ”

ამბობს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე წაჩხურუს მონასტერში. იქ მას განკვეთილი ბერები და მათი მრევლი შეძახილებით დახვდნენ.