ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა მოიფიქროს- რატიანი

“ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა მოიფიქროს”- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსის გავრცელება უნდა შეკავდეს და ამისთვის გადაწყვეტილებებია მისაღები. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში  ისაუბრა.

“არავის ადვოკატი არ ვარ და არავის დამცველი. მე ერთადერთი მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, როგორც უნდა ისე გაიგოს ყველამ, მოიფიქრონ რამე, რომ ეს ხალხი გადარჩეს.ინფექცია უნდა შეკავდეს. სულ ვიძახდით, რომ  უნდა  შეკავდეს. ორი გზა ჰქონდა მაშინ სამყაროს, კონსტიტუციური და ლიბერალური. მე არ ვიცი, სამწუხაროდ, ეკონომიკა, ერთადერთი რაც ვიცი, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს, ამიტომ ვიღაცამ რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ ქართველი ხალხი გადარჩეს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.