ელისაშვილი და იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან

დღეიდან პარტია მოქალაქეების წევრები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ისინი  მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

დეპუტატები პარლამენტში დილიდან მივლენ.

დღეს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას განიხილავს.

ცნობისთვის, პარტია მოქალაქეებმა  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს.