პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტს 95%-ით ხელს აწერდა ქართული ოცნება, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი 100%-ით არ აწერდა.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან არ აწყობდათ მაგალითად ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული პარტია “ლელო” იყო.