ელისაშვილმა მოახერხა ის რაც ვერ მოახერხა ომმა, კორონამ და სხვა კრიზისებმა- საბა ბუაძე

“ელისაშვილმა მოახერხა ის რაც ვერ მოახერხა ვერც ომმა, ვერც კორონამ”- ამის შესახებ  ლელოს წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში  წერს.

“ალეკო ელისაშვილისგან მოვისმინეთ ძალიან ცუდი და საშიში ტყუილი. არ შევდივარ იმის განხილვაში თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი – საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

ეს კაცი ფაქტიურად დანაშაულის მომზადების შესახებ იძლევა „გაწიკწიკებულ“ ჩვენებას და არ გამიკვირდება მალე შოთაძესთან ერთად თუ ვნხავ ბრიფინგზე.
ბოლო დღეებში ელისაშვილმა მოახერხა ის რაც ვერ მოახერხა ვერც ომმა, ვერც კორონამ და ვერც სხვა კრიზისებმა – დღეს ხელისუფლება, ოპოზიცია, მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი, ანარქისტი, იურისტი, ლიბერალი, კონსერვატორი და კონსერვატორიის თანამშრომელიც თანხმდება იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი.”-წერს საბა ბუაძე.