“მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და დაუფიქრებლობა” – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო საქართველოს ელჩის გამოწვევას.
მისი თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიის პირველი კლასის გაკვეთილი ჩაუტარეს, რადგან თქვეს, რომ ,,ბავშვებივით არიან – გაიწვიეს ელჩი, ჩვენ ვეცდებით შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული კავშირი და მეგობრული ურთიერთობები და შემდგომ მომავალში ავანაზღაუროთ დანაკლისი.
შესანიშნავად გამოჩნდა უკრაინის ხელისუფლება და სამარცვინოდ საქართველოსი, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მთავარ არხთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.
ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას.