მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს აღნიშნული ინფორმაციას დანიშვნის შესახებ  თავად მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით წერენ.

მიხეილ სააკაშვილი ასევე  ადასტურებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობას.

„არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვლმა გამოცემასთან საუბარში.

ცნობისათვის, მანამდე „ცენზორ.ნეტ“-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, დიდი ალბათობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებდა. „6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას – იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში,“- წერდა „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი.