ემანუელ მაკრონი უკრაინის ინტეგრაციისთვის ახალი ევროპული ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის ინტეგრაციისთვის ახალი ევროპული ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ევროკავშირს მიღმა მყოფ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს, საშუალებას მისცემს შეუერთდნენ “ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს”.  ამის შესახებ, მაკრონმა, სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   

  • “უკრაინა, მისი ბრძოლითა და სიმამაცით უკვე ევროპის, ჩვენი ოჯახისა და ჩვენი კავშირის გულითადი წევრია.რომც ხვალ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესს რამდენიმე წელი, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც დაჭირდეს”. – თქვა მაკრონმა.

ახალი ევროპული ალიანსის შექმნის ინიციატივით მაკრონი მას შემდეგ გამოვირა რაც განაცხადა, რომ უკრაინას EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მალევე მიენიჭოს თუმცა სრულად გაწევრიანებას შეიძლება წლები დაჭირდეს.

  • „ეს ახალი ევროპული ორგანიზაცია ევროპის დემოკრატიულ ერებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, … თანამშრომლობის ახალ სივრცეს აპოვნინებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.