ენგურჰესის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ენგურჰესის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან არიან. ისინი ზუგდიდში, რუხის ჰოსპიტალში მკურნალობენ, მათი ოჯახის წევრები კი კარანტინში გადაიყვანეს.

“ენგურჰესის” სხვა თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ. ამ დროისთვის, 80-მდე ნიმუშია ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი.