”ნაციონალური მოძრაობა ამ სიტუაციას არ ყოფს პარტიული კუთვნილების მიხედვით, ეს არის საქვეყნო. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის საქმე და არანაირი პარტია გარდა ჩვენი საქართველოსი არ არსებობს. ჩვენ არასდროს არ დაგვიყვია აქცია, აქტიურობა დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, არც ვაპირებთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი. დაველაპარაკებით ყველას, ცხადია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პროდასავლური, პროევროპული კურსი და არა რუსობა. ცხადია, ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, კომუნიკაცია, მთავარია ყველამ ახლა უნდა გადავდოთ რაღაც ერთმანეთთან დამოკიდებულებები: ის არ მინდა, ის არ მომწონს – ამასობაში რუსეთი ფაქტობრივად იპყრობს საქართველოს და ოკუპაციას ახდენს არა 20%-ის არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის, ამიტომ ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთიანი. ვინც აქ რამე განსხვავებულს იტყვის და სადღაც რამეს ყოფს, ემსახურება ივანიშვილის და რუსეთის საქმეს.”

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.