ენმ-ის ნაწილმა პარტიული თანამდებობა დატოვა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილმა პოლიტიკური თანამდებობა დატოვა, თუმცა რჩებიან პარტიის წევრებად.

ამის შესახებ საჯაროს  განაცხადეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა – აკაკი მინაშვილმა, პოლიტსაბჭოს წევრმა – ნუგზარ წიკლაურმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა – გიორგი პატარაიამ, პარტიის საორგანიზაცო მდივნმა – ბაჩო დოლიძემ, ასევე მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოადგილემ – ანა გოგოლაძემ.

ასევე პოსტი დატოვა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ.

  • “სრულიად ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი დღევანდელი გადაწყვეტილებით. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვებს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე. მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. ჩემთვის პირადად, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ ეტაპზე რჩება უცვლელი, ესაა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. დასასრულს გეტყვით, რომ ვრჩები პარტიაში არ ვეთანხმები ახალი არჩეული მმართველობის კურსს არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და ოპონირებას გავუწევ ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით. ასევე არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიმართ”, – თქვა ნუგზარ წიკლაურმა.