ენმ-ის ოფისთან ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი წევრი ბონდო თედორაძე ავრცელებს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.