ენმ ლობისტების მეშვეობით ცდილობს, დაუბრუნდეს 2012 წლის რიტორიკას – წულუკიანი ანგარიშზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონგრესმენების ანგარიშზე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ლობისტების მეშვეობიტ 2012 წლის ივლისის რიტორიკის დაბუნებას ცდილობს, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი პუტინის აგენტები არიან.

მისი თქმით, ანგარიში ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.

” „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს. ისინი არიან განწირულნი მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები, რომ ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას ისევ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული”,- აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, ივანიშვილის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოუკიდებლობის გარანტია.

“უკვე სერიოზულობით ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთია, ვინც არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისითვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”, — განაცხადა წულუკიანმა.

“აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული