ძალა ერთობაშიას პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.
სიის პირველი ათეული ასეთია:
1. ბუბა კიკაბიძე
2. გრიგოლ ვაშაძე
3. ნიკა მელია
4. ხატია დეკანოიძე
5. კობა ნაყოფია
6. დევი ჭანკოტაძე
7. ლევან ვარშალომიძე
8. სალომე სამადაშვილი
9. ზალიკო უდუმაშვილი
10. ხათუნა სამნიძე
ბოკუჩავას თქმით, ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობას და მოუსყიდაობას, რადგან ვერ მოისყიდა ვერც პუტინმა და ვერც ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ კიკაბიძე საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.