“ენმ” დარჩა 1 კაცის იმედად, დუმბაძეებისა და სანიკიძეების ხელში უარესი მოუვა – კაკო ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, კაკო ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიური პარტიები საკუთარ პარტიულ სიას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და “ქართული ოცნების განთესილი” კანდიდატები არ უნდა ჰყავდეთ, რომლებმაც შესაძლოა კრიტიკულ მომენტში “საბედისწერო როლი ითამაშონ”.

“მე, მაგალითად, ძალიან არ მომწონს კახა ოქრიაშვილის არსებობა ნაციონალური მოძრაობის სიაში, მითუმეტეს, როცა კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თურმე 5 კაცის კვოტა ექნება ენმ–ს სიაში. არ მინდა, ვიხილო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან სიებში თუნდაც თითო–თითო კაცი, რომლებაც შეიძლება კრიტიკულ მომენტში საბედისწერო გადაწყვეტლება მიიღონ”,– ამბობს ბობოხიძე.

მისივე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისგან როგორც ეს, ისე სხვა საფრთხეებიც არ არის შეფასებული. როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, მისთვის ირონიულია სანიკიძისა და დუმბაძის აქტიურობა, რომლებსაც უნდათ ერთპიროვნული მმართველობის დამკვიდრება.

“იძახიან, რომ თურმე 1 კაცია მართლა ლოკომოტივი. ჩვენი წინა ხელისუფლება ვიყავით გუნდი და ჩვენ ყველანი ერთად პასუხისმგებელი ვიყავით გაკეთებულზეც და შეცდომებზე. დღეს, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა დარჩა 1 კაცის იმედად და დუმბაძეებისა და სანიკიძეების ხელში კიდევ უარესი მოუვა. მე მახსოვს, ეს ადამიანები ფსბ–ს მიერ გავრცელებული ჭორებით გვებრძოდნენ. გაგახსენებთ, ქათამი რომ დაიკლება ქუთაისში, თურმე ერთი ბარკალი მიშასია, მოჭმული მკერდი და რაღაც მსგავსი “სიბრძნეები”,– აცხადებს კაკი ბობოხიძე ტვ პირველის ეთერში.