“ნაციონალურ მოძრაობას დღეს აინტერესებს არა საქართველო, არამედ სააკაშვილი. სააკაშვილზე გადის მათთვის საქართველო. ეს არის პრობლემა, ამაზე უნდა შეურიგდეს დღეს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას, ამაზე უნდა მოხდეს შეთანხმება. ბიძინა ივანიშვილთან და კობახიძესთან კი არ უნდა იყოს გზავნილი, გამომიშვი და დავლაგდეთ, პოლიტიკური წინააღმდეგობა ჩვენ შორის როგორ მოხდებაო, არამედ ხალხი უნდა დაარწმუნონ ხალხი, რომ მე მოვდივარ რომ ვიყო შენი მსახური და არა შენი ბატონიო. მე ვერ ვგრძნობ, რომ ან სააკაშვილს ან ივანიშვილს დღეს აქვთ კითხვის ნიშანი, როგორი ფორმით უნდათ საქართველოში პოლიტიკური ლიდერობა. ორივეს უნდა ბატონობა ხალხზე. სტერეოტიპიც არის უკვე შემდგარი. ეს სტერეოტიპი უნდა დაანგრიოს სააკაშვილმა, თუ უნდა მოცემულობა შეცვალოს”

განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.