“მიხეილ სააკაშვილს აქამდეც ბევრჯერ უქნია ეს ამბავი და ბოლოს არ გაუკეთებია, წკიპზე იყო და არ გამოსულა. როგორ გითხრათ ახლა, მის თავში რა დევს. ერთადერთი შემიძლია, დაგენიძლავოთ, შემიძლია, დავენიძლავო “ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, ვისაც ეს უნდა. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები “ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, მე ამის მჯერა”

წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ საქართველოში ჩამოვა, დაპატიმრების კი არ ეშინია.