“რეგულარული დიალოგის ფარგლებში სატელეფონო საუბარი მქონდა ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავირიდოთ სასურსათო კრიზისი და გავნბლოკოთ პორტები”

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ხოლო საუბარი უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებას შეეხებოდა.