ერთი არგუმენტი დადონ, მხოლოდ და მხოლოდ ბლა ბლა ბლა – კალაძე კორუფციის ბრალდებებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციაზე ამბობს, რომ მათ თბილისის მერიის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არგუმენტი არ აქვთ.

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება.

„არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მათ, ეს არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბლა, ბლა, ბლა… ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.