“მე არცერთი პოლიტიკური ძალა არ ვიცი, რომლისთვისაც ეს თემა პრიორიტეტული იქნებოდა. ქართულ ოცნებას ეს იმისთვის სჭირდება, რომ მისი მოწინააღმდეგეების დემონიზაცია მოახდინოს, რომ თითქოს, ვიღაც სხვა ამას აკეთებს და ესენი ეწინააღმდეგებიან […]

გვინდა, ერთი დაზარალებული ადამიანი მაინც ვიცოდეთ, ვინც ამ პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, გაპ*დარასტდა – უბრალოდ ერთი ადამიანი, გვაინტერესებს. ეგეთი არ ვიცით. ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩივის. არავინ არ ამბობს, რომ მე რაღაც წიგნი წავიკითხე, ან დავინახე, როგორ მოდიოდა მარში და მეც მომინდა, რომ პ*დარასტი ვყოფილიყავიო. ამიტომ გვგონია აბსურდი”.

აცხადებს, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი  ვახტანგ მეგრელიშვილი.